„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებას 23 იანვარს, 8:00 საათზე დატოვებს.
პოლიტიკოსს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე 7 თვით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა ვაშაძეს 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამასთან, აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით.
