ჩვენი სამშობლოს გამორჩეულ და დიდ მოღვაწეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს ვულოცავ 70 წლის იუბილეს - პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღეს ულოცავს.

როგორც საქართველოს პრეზიდენტი წერს, დაბადების დღეს ულოცავს ქვეყნის გამორჩეულ და დიდ მოღვაწეს.

„ჩვენი სამშობლოს გამორჩეულ და დიდ მოღვაწეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს ვულოცავ დაბადების 70 წლის იუბილეს! გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობას და დღეგრძელობას თქვენს ოჯახთან ერთად, ჩვენი საზოგადოებისა და ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ“, – წერს მიხეილ ყაველაშვილი.