დღეს, 11 მარტს, ევროპარლამენტში საქართველოზე დებატები გაიმართება.
ევროპარლამენტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, დებატების სახელწოდებაა "ელენე ხოშტარიას საქმე და პოლიტიკური პატიმრები "ქართული ოცნების" რეჟიმის პირობებში". ამ საკითხზე ევროპარლამენტში 12 მარტს რეზოლუციასაც უყრიან კენჭს.
