17 მარტის პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს წარადგენს.სხდომა პაპუაშვილის მოსმენით დაიწყება.
რეგლამენტის მიხედვით, აღნიშნული ანგარიშის წარდგენა, როგორც წესი, საგაზაფხულო სესიის პირველ კვირაში ხდება, თუმცა მოსმენა გადაიდო.
პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს პარლამენტი კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისთვის დადგენილი წესით განიხილავს, რაც იმას ნიშნავს, რომ სესიაზე პაპუაშვილის გამოსვლის შემდეგ, პარლამენტის წევრებს მასთან კითხვების დასმისა და სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა ექნებათ.
