საქართველოსთან ერთად, რომელ ქვეყნებს უწევთ საგარანტიო თანხის გადახდა აშშ-ის ვიზის მისაღებად?

ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, საქართველოს და კიდევ 12 ქვეყნის მოქალაქეებს, რომელთაც აშშ-ში ტურისტული ან ბიზნესვიზით (B1/B2) გამგზავრება სურთ, 2 აპრილიდან 5 000-დან 15 000 აშშ დოლარამდე ოდენობის დეპოზიტის გადახდა მოუწევთ.

ახალი რეგულაცია, რომელიც ძალაში 2 აპრილიდან შედის და საქართველო იმ 12 ქვეყნის სიაში ხვდება, რომელთაც სავიზო დეპოზიტის (Visa Bond) პროგრამა დაემატათ. პროგრამის მიზანია იმ პირთა რაოდენობის შემცირება, რომლებიც აშშ-ში ვიზის ვადის ამოწურვის შემდეგ უკანონოდ რჩებიან.

ადმინისტრაცია ამ გადაწყვეტილებას ეკონომიკური და უსაფრთხოების მოტივებით ხსნის. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის თქმით, ერთი არალეგალი მიგრანტის დეპორტაცია აშშ-ის ბიუჯეტს საშუალოდ 18 000 დოლარი უჯდება. გირაოს დაწესებით კი ადმინისტრაცია ცდილობს, ეს ხარჯები თავად ვიზიტორებს დააკისროს და წახალისოს მათი სამშობლოში დაბრუნება.

საქართველოსთან ერთად სიაში მოხვდნენ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა: კამბოჯა, ეთიოპია, გრენადა, ლესოტო, მავრიკი, მონღოლეთი, მოზამბიკი, ნიკარაგუა, პაპუა-ახალი გვინეა, სეიშელები და ტუნისი. მანამდე მსგავსი მოთხოვნა უკვე მოქმედებდა 38 ქვეყნისთვის, რომელთა უმეტესობაც აფრიკის კონტინენტზე მდებარეობს.

ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებსაც აშშ-ის ვიზის მისაღებად დეპოზიტის გადახდა სჭირდებათ:

  1. ალჟირი (2026 წლის 21 იანვარი)
  2. ანგოლა (2026 წლის 21 იანვარი)
  3. ანტიგუა და ბარბუდა (2026 წლის 21 იანვარი)
  4. ბანგლადეში (2026 წლის 21 იანვარი)
  5. ბენინი (2026 წლის 21 იანვარი)
  6. ბუტანი (2026 წლის 1 იანვარი)
  7. ბოტსვანა (2026 წლის 1 იანვარი)
  8. ბურუნდი (2026 წლის 21 იანვარი)
  9. კაბო-ვერდე (2026 წლის 21 იანვარი)
  10. კამბოჯა (2026 წლის 2 აპრილი)
  11. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა (2026 წლის 1 იანვარი)
  12. კოტ-დ’ივუარი (2026 წლის 21 იანვარი)
  13. კუბა (2026 წლის 21 იანვარი)
  14. ჯიბუტი (2026 წლის 21 იანვარი)
  15. დომინიკა (2026 წლის 21 იანვარი)
  16. ეთიოპია (2026 წლის 2 აპრილი)
  17. ფიჯი (2026 წლის 21 იანვარი)
  18. გაბონი (2026 წლის 21 იანვარი)
  19. გამბია (2025 წლის 11 ოქტომბერი)
  20. საქართველო (2026 წლის 2 აპრილი)
  21. გრენადა (2026 წლის 2 აპრილი)
  22. გვინეა (2026 წლის 1 იანვარი)
  23. გვინეა-ბისაუ (2026 წლის 1 იანვარი)
  24. ყირგიზეთი (2026 წლის 21 იანვარი)
  25. ლესოთო (2026 წლის 2 აპრილი)
  26. მალავი (2025 წლის 20 აგვისტო)
  27. მავრიტანია (2025 წლის 23 ოქტომბერი)
  28. მავრიკი (2026 წლის 2 აპრილი)
  29. მონღოლეთი (2026 წლის 2 აპრილი)
  30. მოზამბიკი (2026 წლის 2 აპრილი)
  31. ნამიბია (2026 წლის 1 იანვარი)
  32. ნეპალი (2026 წლის 21 იანვარი)
  33. ნიკარაგუა (2026 წლის 2 აპრილი)
  34. ნიგერია (2026 წლის 21 იანვარი)
  35. პაპუა-ახალი გვინეა (2026 წლის 2 აპრილი)
  36. სან-ტომე და პრინსიპი (2025 წლის 23 ოქტომბერი)
  37. სენეგალი (2026 წლის 21 იანვარი)
  38. სეიშელის კუნძულები (2026 წლის 2 აპრილი)
  39. ტაჯიკეთი (2026 წლის 21 იანვარი)
  40. ტანზანია (2025 წლის 23 ოქტომბერი)
  41. ტოგო (2026 წლის 21 იანვარი)
  42. ტონგა (2026 წლის 21 იანვარი)
  43. ტუნისი (2026 წლის 2 აპრილი)
  44. თურქმენეთი (2026 წლის 1 იანვარი)
  45. ტუვალუ (2026 წლის 21 იანვარი)
  46. უგანდა (2026 წლის 21 იანვარი)
  47. ვანუატუ (2026 წლის 21 იანვარი)
  48. ვენესუელა (2026 წლის 21 იანვარი)
  49. ზამბია (2025 წლის 20 აგვისტო)
  50. ზიმბაბვე (2026 წლის 21 იანვარი)