„დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას საქმეზე განაჩენი გამოცხადდა - მოსამართლე გიორგი არევაძემ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს კახა კალაძის ბანერის დაზიანების საქმეზე 1 წლითა და 6 თვის ვადით პატიმრობა მიუსაჯა.
პატიმრობის ვადის ათვლა დაიწყო გასული წლის 15 სექტემბრიდან, შესაბამისად, ხოშტარიას საპატიმრო დაახლოებით ერთ წელში ამოეწურება.
ბრალდების მხარის დათვლით, კალაძის ბანერის დაზიენებამ 570 ლარის ზიანი გამოიწვია.
ცნობისთვის, 23 წლის სტუდენტის მეგი დიასამიძისადმი სოლიდარობის ნიშნად ხოშტარიამ კალაძის ბანერს მარკერით „რუსული ოცნება“ დააწერა.
თავის მხრივ დიასამიძეს კალაძის ბანერის დაზიანების ბრალდებით, სისხლის სამართლის წესით ასამართლებენ. საბოლოოდ, სტუდენტი 2 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
