პრეზიდენტმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე ზურაბ პატარაძე წარადგინა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭო, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე დასამტკიცებლად ზურაბ პატარაძის კანდიდატურა წარუდგინა.

მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, გადაწყვეტილება მიღებული იქნა აჭარის უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ პოლიტიკურ სუბიექტებთან კონსულტაციისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერის საფუძველზე.

მისი თქმით, ზურაბ პატარაძეს სახელმწიფოს სამსახურებში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.