"მე პირადად, აღარ ველოდები" - ბიძინა ივანიშვილი სანქციებზე

"გან­ცხა­დე­ბე­ბი, ძი­რი­თა­დად, შან­ტა­ჟის შემ­ცვე­ლია და ამის კო­ორ­დი­ნა­ცი­ას აკე­თებს ჩვენ რა­საც ვე­ძა­ხით "გლო­ბა­ლუ­რი ომის პარ­ტი­ას“ - მე­პატ­რო­ნე­ებს ჩვე­ნი დღე­ვან­დე­ლი ოპო­ზი­ცი­ის; მე ვფიქ­რობ, რომ შან­ტაჟ­მა არ იმუ­შა­ვა, პი­რი­ქით", - მე რა­საც ვუ­ყუ­რებ და რე­გი­ო­ნებ­ში დავ­დი­ვარ, მო­ბი­ლი­ზე­ბაა უფრო დიდი, სა­ზო­გა­დო­ე­ბაა გათ­ვით­ცნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი , - ამის შე­სა­ხებ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რემ, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბას იწ­ვევს ისე­თი გან­ცხა­დე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც "არა­კო­რექ­ტუ­ლი და არა­ო­ბი­ექ­ტუ­რია“. მი­სი­ვე თქმით, ასე­ვე პი­რი­ქით შე­დე­გი გა­მო­ი­ღო დას­ჯამ და სან­ქცი­რე­ბა­მაც. ივა­ნიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ამან არ იმუ­შა­ვა და ვერც იმუ­შა­ვებს.
"[სა­ზო­გა­დო­ე­ბა] უფრო ღი­ზი­ან­დე­ბა ასე­თი გან­ცხა­დე­ბე­ბით, რო­მე­ლიც არა­კო­რექ­ტუ­ლია და ძლი­ან ხში­რად, ობი­ექ­ტუ­რო­ბას სცილ­დე­ბა. ეს არ მუ­შა­ობს და ვერ იმუ­შა­ვა. რისი სურ­ვი­ლიც ჰქონ­დათ, ჩემი აზ­რით, ამან პი­რი­ქით შე­დე­გი გა­მო­ი­ღო.

რაც შე­ე­ხე­ბა დას­ჯას და სან­ქცი­რე­ბას, ესეც რაც გა­ა­კე­თებს, მე ვფიქ­რობ, რომ ამა­ნაც უკუ­შე­დე­გი გა­მო­ი­ღო და არ იმუ­შა­ვა, ვერ იმუ­შა­ვა და ვერც იმუ­შა­ვებს. იმის იქით ვე­ლო­დე­ბით თუ არა? - მე პი­რა­დად, აღარ ვე­ლო­დე­ბი. მე მგო­ნი, რომ რისი გა­კე­თე­ბაც შე­ეძ­ლოთ და რაც უნ­დო­დათ გა­ა­კე­თეს, ამო­წუ­რეს, არ იმუ­შა­ვა, მე სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვე­უბ­ნე­ბი დარ­წმუ­ნე­ბით აბ­სო­ლუ­ტუ­რად, რა­მე­თუ მთე­ლი დღე 24 სა­ა­თი ამით ვარ და­კა­ვე­ბუ­ლი და რე­გი­ო­ნე­ბიც კარ­გად ვიცი და ქა­ლა­ქიც - ყვე­ლა­ფერ­მა ამან გა­მო­ი­ღო უკუ­შე­დე­გი, ელე­მენ­ტა­რუ­ლი მი­ზე­ზის გამო, რა­მე­თუ, ეს იყო არა­ო­ბი­ექ­ტურ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ყვე­ლა­ნა­ი­რი ტი­პის შან­ტა­ჟი.“ - გა­ნა­ცხა­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმედ­თან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში.