როგორია პარტიების რეიტინგი - Edison Research-ის კვლევა 1-18 ოქტომბერი

Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, შედეგები ასე ნაწილდება ალოკაციით, შეწონვის მეთოდით:

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო - 34%
ერთიანობა: ენმ, სტრატეგია აღმაშენებელი, ევროპული საქართველო - 18%
კოალიცია ცვლილებისთვის: გვარამია, მელია, გირჩი, დროა - 14%
გახარია - საქართველოსთვის - 11%
ძლიერი საქართველო: ლელო, ხალხისთვის, თავისუფლების მოედანი, მოქალაქეები - 10%
ლეიბორისტული პარტია - 5%
გირჩი (იაგო ხვიჩია) - 4%
პატრიოტთა ალიანსი/ალტ ინფო - 3%
სხვა პარტიები - 1%
კვლევის მიხედვით, კითხვაზე - "რამდენად დარწმუნებული ხართ თქვენს არჩევანში", შედეგი ასე გადანაწილდა: 77% არჩევანში დარწმუნებულია, 23% კი ამბობს, რომ დარწმუნებული არ არის და შეიძლება არჩევანი შეცვალოს.

Edison Research-ის კვლევის თანახმად, მოსახლეობის 70% მიიჩნევს, რომ არჩევნებზე შანსი სხვა პარტიას უნდა მიეცეს. 

გამოკითხვა ჩატარდა 01.10 - 18.10 პერიოდში მთელი საქართველოს მასშტაბით ოკუპირებული ტერიტორიების გარდა.

პირისპირ კვლევის მეთოდით გამოიკითხა 1 200 არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე. ცდომილების ზღვარი +/- 2.8%, 95%-იანი სანდოობის ზღვრისთვის.