არჩევნების დღეს მედია-ომბუდსმენის ცხელი ხაზი იმუშავებს

არჩევნების დღეს, ისევე როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, “მედიაომბუდსმენი” ჟურნალისტების და ოპერატორების სამართლებრივ დახმარებას აგრძელებს.

არჩევნების დღეს ჟურნალისტებისა და ოპერატორებისთვის ხელმისაწვდომი იქნება საკონსულტაციო ცხელი ხაზი: 577 070 592

ორგანიზაცია “მედიაომბუდსმენმა” მოამზადა ასევე გზამკვლევი ჟურნალისტებისთვის: “როგორ გავაშუქოთ კენჭისყრის დღე?”

აქ დეტალურადაა აღწერილი არჩევნების დღის გაშუქების საკანონმდებლო რეგულაციები – საკანონმდებლო ნორმებთან ერთად, აწ თავმოყრილია გასული წლების გამოცდილებიდან მიღებული პრაქტიკულ რეკომენდაციებიც. როგორ გავაშუქოთ კენჭისყრის დღე?

მთელი წინასაარჩევნო პროცესის განმავლობაში, რომელიც 2024 წლის 27 აგვისტოდან დაიწყო და 25 ოქტომბრამდე გაგრძელდა, მედიაომბუდსმენის გუნდი დეტალურად და უწყვეტად აკვირდებოდა, ახერხებს თუ არა მედია შეასრულოს ხელისუფლების მაკონტროლებელი ფუნქცია, რა პირობებია ჟურნალისტური საქმიანობისთვის საქართველოში.

გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ მმართველი პარტიის პოლიტიკა და რიტორიკა მედიის მიმართ უცვლელი იყო. წინასაარჩევნო პროცესში მედიის მიმართ ბოიკოტის რეჟიმი არ შეწყვეტილა. შესაბამისად, საზოგადოებას ხელი არ მიუწვდებოდა მრავალფეროვან პოლიტიკურ დებატებზე.

ანგარიშის თანახმად, ძირითადი შეფასებები ასეთია :

— საქართველოში ჟურნალისტური საქმიანობა მოიცავს ფიზიკურ, ფინანსურ და ორგანიზაციულ რისკებს.

— მედიასაშუალებები ვერ ახერხებენ ხელისუფლების მაკონტროლებელი როლის შესრულებას ხელოვნური ბარიერებისა და არასათანადო პირობების გამო.