10:00 საათზე ამომრჩევლის აქტივობა 9.27%-ია - ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით,10:00 საათზე ამომრჩევლის აქტივობა 9.27%-ია ანუ 324 197-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა. 

ცნობისთვის, 2012 წელს 10:00 საათზე აქტივობა 10.66% იყო (385 413 ამომრჩეველი). 2016 წელს - 8.34% (293 047 ამომრჩეველი), ხოლო 2020 წელს - 10.66% (385 413 ამომრჩეველი).