"მარნეულის შემთხვევაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო" - გიორგი კალანდარიშვილი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, მარნეულში საარჩევნო უბანზე მოქალაქის მიერ სარჩევნო ყუთში რამდენიმე ბიულეტენის ჩაყრის ფაქტზე, მისი ინფორმაციით, შინაგანს საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ამ დროისთვის უბანი დაიხურაა და კენჭისყრა შეჩერებულია.

"ეს არის შემაშფოთებელი ინფორმაცია. საარჩევნო ადმინისტრაცია არ დაუშვებს, ამ ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, იმის შესაძლებლობას, რომ ასეთმა იზოლირებულმა მართულმა თუ მანიპულირებულმა შემთხვევებმა დააზიანოს ის მრავალთვიანი ძალისხმევა, რომელიც ჩვენ კენჭისყრის დღესთან მიმართებაში ჩავდეთ 24 საათის განმავლობაში.

მინდა, სასწრაფო წესით მოვუწოდეო და მოვთხოვო მარნეულის საუბნო საარჩევნო კომისიას, გაერკვეს სიტუაციაში, მოიწვიოს კომისიის სხდომა და მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება.

რამდენადაც ჩემთვისაც ცნობილია, შინაგანს საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე აღძრა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. მინდა ვთხოვო სამინისტროს, რაც შეიძლება სწრაფად განხორციელდეს აღნიშნული საქმის წარმოების პროცესი, რათა საზოგადოებას ჩვენ ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში მივაწოდოთ ჩვენი ობიექტური დაზუსტებული ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით.

ყველა ასეთ შემთხვევა, შეესაბამება თუა არ ის სიმართლეს, აზიანებს საარჩევნო გარემოს, აზიანებს კენჭისყრის მთლიანობას"- აცხადებს გიორგი კალანდარიშვილი.