დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„ცოტა დეტალურად არჩევნების შედეგებზე.
ოპოზიციამ მოიგო თბილისი და რუსთავი, არც ისე დიდი უპირატესობით მაგრამ მაინც, დიდი უპირატესობით მოიგო დიასპორა, მცირედით დამარცხდა ქუთაისში, ბათუმში და წალენჯიხაში და დიდი უპირატესობით წააგო მთელ დანარჩენ საქართველოში.
რას ნიშნავს ეს ყველაფერი?
უპირველეს ყოვლისა იმას, რომ შეუძლებელია განწყობებს შორის ასეთი კატასტროფული სხვაობა იყოს და თბილისში სხვა ქართველები ცხოვრობდნენ, რეგიონებში სხვა და საზღვარგარეთ სულ სხვები იყვნენ წასული. ძალიან დიდი დისპროპორციაა. ცხადია აქ მანიპულაციას და გაყალბებას აქვს ადგილი, თუმცა ეს მანიპულაცია და გაყალბება არ არის არჩევნების დღეს კარუსელების ტრიალი, ჩაყრები ან თუნდაც პირადობის მანიპულაციები. ეს ყველაფერი შეიძლება იყო, მაგრამ არა მასობრივი ხასიათის. მასობრივი რომ ყოფილიყო, წინასწარ იქნებოდა ამაზე ხმაური ატეხილი ან თუნდაც არჩევნების დღეს. ერთადერთი აქ შეიძლება ეფექტიანი იყოს ბიულეტენების გაუქმება, თუმცა აქაც დასათვლელია რამდენად არსებითი ზეგავლენა მოახდინა გაუქმებულმა ბიულეტენებმა პროცესზე.
ძირითადად კი ხელისუფლების იარაღი არჩევნების დროს არის ამომრჩევლის სრული აღნუსხვა-დამუშავება. ხელისუფლებამ იცის რა განწყობებია თითოეულ ოჯახში და ამის მიხედვით ხდება არა მხოლოდ საკუთარი მომხრეების მობილიზაცია, არამედ ვიღაცეების მოსყიდვა, დაშინება, მანიპულირება სოციალურად დაუცველებით და ა. შ. ... გააგრძელეთ კითხვა