„კოალიცია ცვლილებისთვის“ საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს. შესაბამისი კოალიციის წევრმა ნანა მალაშხიამ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, არჩევნები არის გაყალბებული, შესაბამისად, შედეეგბი არალეგიტიმურია.
„ჩვენ საკუთარ მანდატებზე ვამბობთ უარს“, – აღნიშნა მალაშხიამ განცხადებაში, რომელიც მან „კოალიცია ცვლილებისთვის“ პირველი ოცეულის სახელით გააკეთა.
ცესკო-ს წინასწარი შედეგების მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებში “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ 53.93%-ით (1 118 796 ხმა) ლიდერობს. ცესკო-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის, 3111 უბნიდან დათვლილია 3109 უბანი, რაც უბნების რაოდენობის 99.936%-ს შეადგენს.
შედეგების მიხედვით „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ მეორე ადგილზეა, რომელმაც 11.03% (228 821 ხმა) მიიღო.