საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამ წუთებში ორბელიანების სასახლეში ბრიფინგს მართავს. ორბელიენების სასახლეში იმყოფებიან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც. პრეზიდენტმა სიტყვა მადლობით დაიწყო. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, არჩევნები გაყალბდა და ის შედეგებს არ აღიარებს.
“მადლობა საქართველოს ყველა ამომრჩეველს, რომელმაც ხმა მისცა საქართვლოს ევროპულ მომავლს. თქვენ იყავით ძალიან ბევრი და თქვენ გაიმარჯვეთ ამ არჩევნებში, არავის აქვს უფება წაგვართვას ეს ევროპული მომავალი.
ეს იყო ტოტალური გაყალბება, ტოტალური წართმევა თქვენი ხმების. ტექნოლოგია გამოყენებული იქნება იმისთვის, რომ გაეთეთრებინათ გაყალბება. ჩვენ ვიყავით მომსწრე რუსული სპეცოპერაციის“- განაცხადა პრეზიდენტმა.