რა ხდება იმ შემთხვევაში, როცა პრეზიდენტი პარლამენტის მოწვევაზე უარს აცხადებს?

საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ახალი პარლამენტი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან მაქსიმუმ 10 დღის ვადაში უნდა შეიკრიბოს. პარლამენტის პირველი სხდომა კი საქართველოს პრეზიდენტმა უნდა მოიწვიოს. იქიდან გამომდინარე, რომ სალომე ზურაბიშვილი არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, არ აპირებს პარლამენტის სხდომა მოიწვიოს.

რა ხდება ასეთ შემთვევაში და შეიკრიბება თუ არა პარლამენტი?

პარლამენტის შეკრებისთვის საჭიროა 76 მანდატი, ანუ, 76 დეპუტატი.

კონსტიტუცია ამ მხრივ ბუნდოვანია. კონსტიტუციაში გაწერილია, რომ არჩევნების შედეგების შეჯამებიდან არაუგვიანეს მეათე დღისა, იკრიბება პარლამენტი. სხდომას ნიშნავს პრეზიდენტი.

კონსტიტუციაში არ არის გაწერილი, რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი უარს ამბობს პარლამენტის სხდომის მოწვევაზე.

როგორც კონსტიტუციონალისტები აცხადებენ, ობიექტურად რომ შევხედოთ, პრეზიდენტის მიერ სხდომის არდანიშვნის შემთხვევაში,   პარლამენტის შეკრების ლეგალურობა რთული იქნება.

ასევე, კონსტიტუციონალისტები კონსტიტუციურ ლოგიკას მიყვებიან და ამბობენ, რომ კონსტიტუციისთვის პარლამენტის შეკრება უფრო მეტი უპირატესობაა, ვიდრე პრეზიდენტის მხრიდან არმოწვევა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პარლამენტი ფორმალურად შეიკრიბება და გააგრძელებს საქმიანობას.