ხვალ ვიქტორ ორბანის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება

29 ოქტომბერს, 09:40 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება.

 

11:00 საათზე, საქართველოსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.