ევროკომისია, ხვალ, 30 ოქტომბერს, გაფართოების შესახებ ანგარიშს გამოაქვეყნებს - ამის შესახებ გამოცემა "ნეტგაზეთი" წერს და განმარტავს, რომ ამის შესახებ ინფორმაცია ევროკომისიაში დაუდასტურეს.
აღნიშნული ანგარიში შეაფასებს ასრულებს თუ არა საქართველო ბრიუსელის 9 რეკომენდაციას და, შესაბამისად, იმსახურებს თუ არა ის ევროინტეგრაციის პროცესის გაგრძელებას.
„დიახ, ხვალ ველოდებით გაფართოების პაკეტის პრეზენტაციას, რომელიც მოიცავს ათივე ქვეყანას, საქართველოს ჩათვლით“, – მისწერეს "ნეტგაზეთს" ევროკომისიიდან.