საარჩევნო დავების განხილვა იმ მოსამართლეს დააწერეს, რომელიც რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე მდგომ თავისუფალ თაობას ასამართლებდა.
ირაკლი ჩიკაშუამ საარჩევნო დავებზე დაწყებული პირველ საქმეზე გადაწყვეტილება ცესკოს სასარგებლოდ გამოიტანა.
დღევანდელ პროცესზე საბურთალოს ნომერ მე-3 საოლქო კომისია და "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა" მონაწილეობდა. მოსარჩელე მხარე შემაჯამებელი ოქმების ბათილობას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
მოსარჩელე მხარე პირდაპირ ამბობს, რომ გადასატანი ყუთები რამდენიმე საათის განმავლობაში სარდაფში დაულუქავ მდგომარეობაში იყო, რაც მათი თქმით, აჩენს ეჭვებს შესაძლო მანიპულაციებთან დაკავშირებით.
დღევანდელ პროცესს მონიტორინგს არასამთავრობო ორგანიზაცია "სასამართლო გუშაგი" უწევდა, სადაც ამბობენ, რომ მოსამართლე ზედაპირულ კითხვებს სვამდა, რაც ორგანიაციისთვის აჩენს ეჭვს, რომ სასამართლო ცესკოსა და ხელისუფლების სამსახურშია.