„შევიკრიბებით ორშაბათს, 19:00 საათზე, რუსთაველზე და იქ მოგახსენებთ სამოქმედო გეგმას" - სამი ოპოზიციური პარტია

ცოტა ხნის წინ გაიმართა სამი ოპოზიციური გაერთიანების ერთობლივ ბრიფინგი, რომელზეც პოლიტიკოსებმა სამომავლო გეგმაზე ისაუბრეს. მათი თქმით, ბრძოლას ყველა ფრონტზე აგრძელებენ, ესაუბრებიან უცხოელ პარტნიორებს დარღვევების შესახებ და ასევე გეგმავენ საპროტესტო აქციებს. 

"ჩვენი მთავარი ამოცანაა ამ არჩევნების არალეგიტიმურად აღიარება, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენს პარტნიორებთან, როგორც ვაკეთებდით რამდენიმე დღის განმავლობაში, რამაც დადო შედეგი არაღიარების. რაც მთავარია, ჩვენ შევიკრიბებით ორშაბათს, საღამოს შვიდ საათზე რუსთაველზე და იქ მოგახსენებთ სამოქმედო გეგმას დეტალურად, როგორც შინ თუ გარეთ, კანონის მიხედვით, სამართლებრივად, მშვიდობიანად, მაგრამ ორგანიზებულად და შედეგიანად გაგრძელდება ჩვენი პროტესტი", - განაცხადა ანა დოლიძემ.