"ჩვენი ხმები როგორც ყოველთვის ხელისუფლებამ მოიპარა და თავისთვის გადაინაწილა. ...არანაირი გაყოფა არ შეგვიძლია ამ პარტიასაც ვერ შევინახავთ და ეს ტელევიზიაც (ობიექტივი ) დაიხურება - დავით თარხან მოურავი ამბობს, რომ "პატრიოტთა ალიანსმა" ბარიერი გადალახა.
საარჩევნო სიის, (რომელიც პარტიამ მანამდე გამოაქვეყნა), სათავეში „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები არიან. ათეულში შედიან ყოფილი „კონსერვატიული მოძრაობა“/„ალტ-ინფოს“ ლიდერები, მათ შორის - ზურაბ მახარაძე, რომელსაც 2021 წლის 5 ივლისს ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე თავდასხმისა და ძალადობის გამო, კონსტანტინე მორგოშიასთან ერთად, აშშ-მ სანქციები დაუწესა.
პარტიამ 2021 წელს ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს საქართველოში არსებული "პოლიტიკური ვითარების განსამუხტად" მიმართა.
"განსხვავებით გამყალბებელი კობახიძისგან, ვგრძნობთ რა პასუხისმგებლობას, განსხვავებით ერთმანეთთან შერწყმული ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობისაგან, საჯაროდ მივმართავთ რუსეთის პრეზიდენტს, რათა კვლავ განიმუხტოს დაძაბულობა, აღდგეს დიალოგი ყველა დონეზე, განახლდეს კულტურულ-სოციალური ურთიერთობა და რაც მნიშვნელოვანია, ორმხრივად გაიხსნას საინფორმაციო სივრცე, რათა ბოლოს და ბოლოს გამოვნახოთ საერთო ენა!", — ვკითხულობთ ღია წერილში.
პატრიოტთა ალიანსი ღიად ესხმის თავს დასავლურ ინსტიტუტებს, ყველაზე ხშირად კი NATO-ს, NDI-სა და IRI-ს უპირისპირდება. დისკრედიტაციის კამპანიის მოტივად პარტიის ლიდერები საკვლევი ორგანიზაციების "არაზუსტ მონაცემებს" ასახელებენ და თავად ატარებენ პროპაგანდისტულ კვლევებს.