"ხვალ, დღის 2 საათზე, სპორტის სასახლესთან შევიკრიბებით", - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას საუბრობს.
მისი თქმით, "იქამდე უნდა ვიყოთ თბილისის მოედნებსა და გამზირებზე, სანამ ახალი არჩევნები თავისუფალ გარემოში არ ჩატარდება".