საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტამდე ევროპელ ლიდერებს ესაუბრა.
"მთელი ევროპა ერთხმად ამბობს, რომ მეტი პასუხისმგებლობა აიღონ საკუთარ ხელში. პირველი გამოწვევა საქართველოა: ევროპას უნდა ჰქონდეს მკაფიო და მდგრადი პოლიტიკა და არ მიიღოს რუსეთის მიერ მხარდაჭერილი დემოკრატიის გამოწვევები", - წერს პრეზიდენტი X-ზე,
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით სალომე ზურაბიშვილი ესაუბრა:
ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს;
ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს;
პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ანჯეი დუდას;
მოლდოვას რესპუბლიკის პრეზიდენტ მაია სანდუს;
პორტუგალიის რესპუბლიკის პრეზიდენტ მარსელუ რებელუ დი სოს;
ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტ ედგარს რინკევიჩსს;
ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალარ კარისს;
ბელგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრ ალექსანდრ დე კროს;
შვედეთის სამეფოს პრემიერ-მინისტრ ულფ კრისტერსონს.
ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მეხუთე სამიტი 7 ნოემბერს ბუდაპეშტში გაიმართება. მას პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძეც დაესწრება.