ჩვენ ვართ ევროპა! დღეს, პარლამენტის წინ აქცია გაიმართება

დღეს, 19 საათზე პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია გაიმართება, საიდანაც ქართველ ხალხს სიტყვით მიმართავენ თბილისში მყოფი 8 ქვეყნის პარლამენტის საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეები:

"დღეს, 11 ნოემბერს, 19:00 საათზე, ვიკრიბებით პარლამენტთან, რომ მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ ხმამაღლა ვუთხრათ - საქართველო ევროპაა!

აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ 8 ქვეყნის პარლამენტის საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეები, რომლებიც საქართველოში დღეს ჩამოვიდნენ" - ნათქვამია ინფორმაციაში.