პაველ ჰერჩინსკი რამდენიმე ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდება

ხვალ, საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი რამდენიმე ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდება. შეხვედრაზე 2024 წლის არჩევნების დარღვევების გამოძიების შედეგებს განიხილავენ.

სადამკვირვებლო მისია "ჩემი ხმიდან" შეხვედრას  ეკა გიგაური და მიხელ ბენიძე დაესწრებიან.

ევროკავშირის ელჩთან შეხვედრა 11:00 საათზე, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში გაიმართება.