თბილისის საქალაქო სასამართლომ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“, „ძლიერი საქართველოსა“ და საია-ს სარჩელები არ დააკმაყოფილა

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“, „ძლიერი საქართველოსა“ და საია-ს სარჩელები არ დააკმაყოფილა.

მხარეები 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას ითხოვდნენ. განხილვის შემდეგ სასამართლომ დაადგინა, რომ უბნებზე ფარულობა დარღვეული არ იყო.

სხდომაზე მოსარჩელე მხარის მიერ დაყენებული იყო 10-ზე მეტი შუამდგომლობა, თუმცა, საჩივრები მოსამართლე ივერი აბაშიძემ დაუსაბუთებლობის გამო არ დააკმაყოფილა.

სასამართლოზე სპეკულაციური განცხადებების გამო თამარ კორძაიას მოსამართლემ კორექტულობისკენ რამდენჯერმე მოუწოდა. მოსარჩელე მხარე პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების გასაჩივრებას სააპელაციო წესით გეგმავს.