თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან ჯგუფ "დაიტოვეს“ ორგანიზებული აქციის მონაწილეები მივიდნენ, რომლებიც რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობას მართავდნენ.
მათი თქმით, ისინი თსუ-ს პირველ კორპუსთან სტუდენტების მხარდასაჭერად მივიდნენ. მათ ასევე სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებიც შეუერთდნენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, უნივერსიტეტის კარები ჩაუკეტეს და შიგნით არ უშვებენ.
სტუდენტები სკანდირებენ -"შეუშვით". ამ დროისთვის უნივერსიტეტთან ხმაურია და პოლიციაა მობილიზებული.