"აფხაზეთში ვარ და არსად წავსულვარ, პროვოკაციებს არ აჰყვეთ" - ასლან ბჟანია

"მე აფხაზეთში ვარ არსად წავსულვარ" - ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ-მა პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ, თავისი მომხრეები შეკრიბა და სიტყვით მიმართა:

"დღევანდელმა მოვლენებმა ჩვენი რესპუბლიკა კიდევ ერთხელ დიდი პრობლემების წინაშე დააყენა, მაგრამ ხელმძღვანელობა, პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი ადგილზე რჩებიან და აგრძელებენ მუშაობას. მე აფხაზეთში ვარ არსად წავსულვარ. პროვოკაციებს არ აჰყვეთ."