დიდი პატივია ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებში მუდმივ მომხსენებლად დანიშვნა - რასა იუკნევიჩიენე

ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებში მუდმივ მომხსენებლად დანიშვნა დიდი პატივია, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენე სოციალურ ქსელში წერს:

„ეს საქართველოს მომავლისთვის გარდამტეხი მომენტია. მზად ვარ ყველა დაინტერესებულ მხარესთან ვითანამშრომლო, რომელიც დემოკრატიული ღირებულებების ერთგულია და ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს მხარს უჭერს“