„ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, რადიკალური ოპოზიციის ბოლოდროინდელ აქტივობებს და ცესკო-ს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილისთვის, „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის, დავით კირთაძის მიერ შავი სითხის შესხმას, სოციალურ ქსელში აფასებს.
"შავი ლაქა!
ეს არის აგენტურული ოპოზიციის სიმბოლო!
საბოლოოდ, ვიზუალურადაც დაიბრენდეს!
მკლავზე დამაგრებით დაიწყეს…" - წერს მამუკა მდინარაძე.