ილიაუნიდან თსუ-მდე მსვლელობა დაანონსდა - 19:00 საათზე თსუ-სთან ლექტორები განცხადებას გააკეთებენ

დღეს, 19:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან, სხვადასხვა უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლები ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.

იქამდე კი, 17:00 საათზე, ილიაუნიდან დაგეგმილია საპროტესტო მსვლელობა, რომელშიც სტუდენტებთან ერთად ლექტორებიც მიიღებენ მონაწილეობას. მსვლელობა თსუ-სთან დასრულდება.

ამჟამად თსუ-ში საჯარო ლექცია მიმდინარეობს სახელწოდებით "სახელმწიფო დაუმორჩილებლობა და ბოიკოტი", რომელიც სტუდენტებმა დააორგანიზეს. საჯარო ლექციაზე უნივერსიტეტის დაცვამ მედია არ შეუშვა.