საქართველოში 26 ოქტომბრის არჩევნების შემსწავლელი მისია უახლოეს კვირებში ჩამოვა - ამის შესახებ "რადიო თავისუფლებას" ევროკომისიის სპიკერმა, პიტერ სტანომ განუცხადა.
როგორც მან გამოცემას წერილობით აცნობა: "საამისოდ მზადება მიმდინარეობს. მისიის შესახებ უფრო მეტი დეტალი შესაფერის დროს გახდება ცნობილი".
გარდა ამისა, პეტერ სტანოს თანახმად, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების წინაშე მოხსენებით წარდგება ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, რომელიც შეაფასებს, "როგორ უპასუხეს საჩივრებს საარჩევნო დარღვევებზე".