ხვალ, 24 ნოემბერს, 21 საათზე მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან და ღამის თევა პარლამენტთან - ოპოზიციამ გეგმა დააანონსა

პროევროპულმა ოპოზიციურმა ძალებმა საპროტესტო აქცია ხვალ, 24 ნოემბერს, რესპუბლიკის მოედანზე დააანონსეს. შეკრება 21:00 საათზე დაიწყება.

გიორგი ვაშაძის განცხადებით, ხვალინდელ აქციას შეუერთდებიან რეგიონებიდან წამოსული კოლონებიც. ამის შემდეგ ერთობლივი მსვლელობა პარლამენტის მიმართულებით გაიმართება, სადაც ხელახალი არჩევნების მოთხოვნით, აქციის მონაწილეები ღამეს გაათევენ.

ამ წუთებში კი საპროტესტო აქცია გმირთა მოედანზე მიმდინარეობს.