პარლამენტის შეკრებამდე 24 სააათით ადრე ხალხი ქუჩაში გამოდის. დღეს 21:00 საათიდან პროტესტის ეპიცენტრი რესპუბლიკის მოედანი იქნება. პროდასავლური ოპოზიციური პარტიები ქუჩაში ელოდებიან ყველას, ვინც ფიქრობს, რომ არჩევნებზე მათი კონსტიტუციური უფლება დაირღვა და მე-11 მოწვევის პარლამენტი არალეგიტიმურია.
გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ პროტესტი დღეს თბილისის ქუჩებში 15:00 საათიდან, ქალების მარშით დაიწყება. 17:00 საათზე რუსთაველის მეტროდან უნივერსიტეტამდე მსვლელობით მივლენ ხელოვანები. ამავე დროს ილიუნიდან დაანონსებულია პროფესორ-მასწავლებლების მარშიც.