"ქართული განათლება საფრთხეშია" - განათლების წარმომადგენლების ნაწილი ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მსვლელობით დაიძრნენ,კულტურის სფეროს წარმომადგენლები კი რუსთაველის მეტროდან. ორი მსვლელობა ერთმანეთს ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირების კვეთაზე შეხვდა და თსუ-ს ეზოში შევიდნენ.
აქციის მონაწილეები უნივერსიტეტიდან, 21:00 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე დაგეგმილ აქციას შეუერთდებიან, შემდეგ კი პარლამენტთან გადაინაცვლებენ.