ოპოზიციის მხარდამჭერები პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიძრნენ და რუსთაველის გამზირზე იმყოფებიან. პოლიციას გადაკეტილი აქვს მიმდებარე ტერიტორია და აქციის მონაწილეებს მანქანით არ უშვებს.
ოპოზიციის ლიდერები და მათი მხარდამჭერები განმეორებითი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. მათი თქმით, ისინი ღამეს პარლამენტთან გაათენებენ და არალეგიტიმური პარლამენტის შეკრებას ადგილზე პროტესტით შეხვდებიან.