ივანიშვილი, კობახიძე და ღარიბაშვილი საპარლამენტო მანდატებს ტოვებე - ამის შესახებ "ოცნების" წევრმა და თვითგამოცხადებული პარლამენტის უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა:
„ეს ადამიანები, როგორც ჩემთვის ცნობილია და ეს არ არის, მე მგონი, დასამალი - ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი, ირაკლი კობახიძე, პარლამენტში დარჩენას არ აპირებენ. ისინი არიან ჩვენი პარტიის ხელმძღვანელები - საპატიო თავმჯდომარე, პოლიტიკური მდივანი, თავმჯდომარე და ისინი საპარლამენტო სიაში იყვნენ, როგორც ეს წესია, ფორმალურად, რეალურად და ისინი ტოვებენ საპარლამენტო მანდატებს. მიმართავენ ძალიან მალე“ განაცხადა მდინარაძემ.