"მე ვარ იქ, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი საქმე კეთდება იმისთვის, რომ ამ არალეგიტიმური პარლამენტის აღიარება არ მოხდეს" -ნიკა გვარამია სტრასბურგიდან

მე ვარ იქ, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი საქმე კეთდება იმისთვის, რომ ამ არალეგიტიმური პარლამენტის აღიარება არ მოხდეს, - ამის შესახებ სტრასბურგიდან ჩართვისას, "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ "მთავარი არხის" ეთერში განაცხადა.

"რატომ ვარ სტრასბურგში - მე ვარ იქ, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი საქმე კეთდება და დღევანდელი შეხვედრებიც, განსაკუთრებით ხვალინდელი შეხვედრები, ემსახურება იმას, რომ ამ არალეგიტიმური პარლამენტის აღიარება არ მოხდეს. რამდენიმე მოკავშირე "ქართულ ოცნებას" ჰყავს, მაგალითად უნგრეთისა და სლოვაკეთის სახით და მუშაობა არის ყოველთვის საჭირო, რომ შედეგები დაიდოს. მე მივიღებ მონაწილეობას დებატებში და იმედი მაქვს, რომს სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც მიიღებენ მონაწილეობას. დებატები იქნება რეზოლუციასთან დაკავშირებით და ჩვენ ყველაფერს გვაკეთებთ იმისისთვის, რომ რეზოლუცია იყოს მაქსიმალურად მკაცრი. ჩვენი მოწოდებები იქნება არა მარტო არაღიარებასთან დაკავშირებით, არამედ, მაგალითად პრეზიდენტი მიერ ნახსენები ცესკოს თავმჯდომარის დასანქცირებასთან დაკავშირებით", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.