საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი დღეს გახდება ცნობილი

დღეს საქართველოს პარლამენტმა საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი უნდა დანიშნოს. ამის შესახებ საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელმა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები და ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია წელს ჩატარდეს.

„არსებობს გარკვეული გარემოებები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია გასათვალისწინებელი. ჩვენ უნდა ავირჩიოთ პრეზიდენტი 5 წლის ვადით. შესაბამისად, იმისთვის, რომ პრეზიდენტი 5-წლიანი ვადით აირჩიონ, მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებიც და ინაუგურაციაც მიმდინარე წელს იყოს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.