დროა გამოხატოთ მკაფიოდ თქვენი პოზიცია ამ უსასტიკეს, დაუნდობელ რუსულ სტილში ჩატარებული სპეცოპერაციების მიმართ - პრეზიდენტი ემიგრანტებს

"ევროპასა და ამერიკაში მაცხოვრებელ თანამემამულეებს! ნაცნობებს თუ უცნობებს, თქვენ მოგმართავთ! გამოფხიზლდით !

დროა გამოხატოთ მკაფიოდ თქვენი პოზიცია ამ უსასტიკეს, დაუნდობელ რუსულ სტილში ჩატარებულ სპეცოპერაციების მიმართ, თავისუფალი გამოხატვის ჩახშობის შესახებ … დუმილი და ვითომც არაფერი ხდებოდეს სამშობლოში, აღარ შეიძლება! ევროპა კარგია, მაგრამ მხოლოდ თქვენთვისაა, არ გამოვა! ღირსებით ევროპისკენ კი არა, ღირსებით ცხოვრება არის მთავარი და საკუთარ თავთან მართლად დარჩენა!

პოზიცია გამოხატეთ - პრესა და ტელევიზიებში, საელჩოებთან ან თუნდაც სოციალურ ქსელში ან ჩამოდით და დაუდექით გვერდში თქვენი ქვეყნის მომავალს.

პ.ს. ეს ცხადია არ ეხება იმ ადამიანებს ვინც პროტესტს გარედან შეუერთდა და იდგა საელჩოებთან"

- წერს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.