აშშ-მა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა

აშშ-მა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა. განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა გაავრცელა:

"ვგმობთ ძალის გადაჭარბებულ გამოყენებას ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც სამართლიანად აპროტესტებს კონსტიტუციის ღალატს - ევროკავშირი კრემლის წინააღმდეგ დამცავი ზღუდეა. ჩვენ შევაჩერეთ სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსთან"-

წერს მეთიუ მილერი.

 

ასევე, ცოტა ხნის წინ დადასტურდა ინფორმაცია, რომ დავით ზალკალიანმა აშშ-ში საქართველოს ელჩის პოსტი დატოვა.