აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლის გამოყენება დაიწყეს - პარლამენტის უკანა შესასვლელთან ვითარება დაიძაბა

ჭიჭინაძის ქუჩაზე ვითარება დაიძაბა. გდდ-ის სპეცრაზმი მობილიზდა და ფარიანმა რობოკოპებმა წინა პლანზე გადმოიწიეს. პარალელურად, შსს გამაფრთხილებელ განცხადებას ავრცელებს და ამტკიცებს, რომ დემონსტრანტები კანონით გათვალისწინებულ ფარგლებს გასცდნენ და აქცია  "სრულად ძალადობრივი გახდა". 
საპოლიციო ძალებმა წყლის ჭავლი გაუშვეს.