რა ვითარებაა რუსთაველის გამზირზე - ბოლო ინფორმაცია ადგილიდან

საპოლიციო ძალების ქმედებების შედეგად აქციის მონაწილეებმა დაზიანებები მიიღეს. მათ პირველად სამედიცინო დახმარებას ადგილზე მყოფი სასწრაფო დახმარების ექიმები უწევენ.

პარალელურად მიმდინარეობს დაკავებები, არ წყდება წყლის ჭავლის გამოყენებაც. 

ცოტა ხნის წინ, სპეცრაზმმა პარლამენტის მიმდებარე ქუჩებთან ერთად რუსთაველის გამზირიც დაიკავა და ტერიტორია აქციის მონაწილეებს დაატოვებინეს.


ამჯერად დემონსტრანტები ბარიკადებს რუსთაველის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე აგებენ. დღევანდელ აქციაზე სამართალდამცველებმა რამდენიმე აქტივისტი უკვე დააკავეს, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ, აქციის მიმდინარეობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, რომლის თქმითაც, დემონსტრანტები გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებით დადგენილ ნორმებს და თუ ასე გაგრძელდა, შსს იძულებული იქნება გამოიყენოს ყველა საშუალება და შეწყვიტოს აქციის მსვლელობა.