საპროტესტო აქცია გრძელდება - მომიტინგეები თსუ-ის პირველ კორპუსთან იმყოფებიან. საპოლიციო ძალებმა დილის 7 საათიდან რუსთაველის გამზირის დემონსტრანტებისგან გაწმენდა დაიწყეს. მოქალაქეებმა ჯერ რესპუბლიკის მოედანზე გადაინაცვლეს, შემდეგ კი ფილარმონიასთან, საიდანაც თსუ-ისკენ დაიძრნენ.
ამ დროისთვის გადაკეტილია გზა. ადგილზე იმყოფებიან პოლიტიკური ლიდერებიც.
სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ რამდენჯერმე გამოიყენა წყლის ჭავლი და ე.წ. გაზის კაფსულები. აქციაზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს.