საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების საპროტესტო განცხადებას რუმინეთში საქართველოს ელჩი, ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი უერთდება.
"კითხვები და სათქმელი მქონდა. არ დამიძახეს. ვუერთდები ჩემი კოლეგების განცხადებას", - წერს ის.
საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ელჩი უერთდება, წერია, რომ ისინი ეწინააღმდეგებიან საქართველოს არალეგიტიმური მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. განცხადებას ხელს 250-მდე თანამშრომელი აწერს.