საქართველოს მასშტაბით სკოლებში გაფიცვა გრძელდება. სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები არალეგიტიმური მთავრობის გადაწყვეტილებას ემიჯნებიან, უარს ამბობენ საგაკვეთილო პროცესში ჩართვაზე და პროტესტის გამოსახატად ქუჩაში გადიან. მშობლები ამბობენ, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ მათი შვილების ევროპული მომავალია.
გაფიცვას უერთდებიან:
117-ე საჯარო სკოლა;
რუსთავის ჟიული შარტავას მე-4 საჯარო სკოლა;
მწვანე სკოლის ტყის კამპუსი;
149-ე საჯარო სკოლა;
ბათუმის #8 ფიზიკა მათემატიკის საჯარო სკოლის 8ბ კლასი;
გერმანული სკოლა;
ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლა;
174-ე სკოლა
(სია განახლებადია)