ხმაური და დაპირისპირებაა მწერალთა სახლშიც. ნატაშა ლომოური წერს, რომ ქეთი დუმბაძის შვილმა, ტორესა მოსს ხელი დაარტყა.
"მწერალთა სახლში მწერლებს დახვდა ქეთი დუმბაძის შვილი ნოდარ მაჭარაშვილი, დანარჩენი თქვენ ნახეთ! ამ წუთას პენცენტრის ოფისთან სუსის 2 მანქანა დგას! ტორესა მოსს დაარტყა და დანარჩენებს საქმეები ურჩია! მასთან ერთად 5 უცნობი ადამიანიც იქ იყო!" წერს ნატაშა ლომოური და ვიდეომასალას აქვეყნებს.
მწერლები მეორე დღეა ქეთი დუმბაძისგან ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე პოზიციის დაფიქსირებას ითხოვენ, თუმცა დუმბაძეს ამ დრომდე ხმა არ ამოუღია.