შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი ჩაინიშნა

შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი ჩაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბრიფინგს, 20:00 საათზე, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, თეიმურაზ კუპატაძე გამართავს.

ბრიფინგის თემა, სავარაუდოდ, ქვეყანაში განვითარებული მოვლენები იქნება.