აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა მალტაში, ეუთო-ს მინისტრთა საბჭოზე სიტყვით გამოსხლისას გამოეხმაურა საქართველოში განვითარებულ მოვლენებს, საპროტესტო აქციებსა და საპარლამენტო არჩევნებს.
ენტონი ბლინკენის სიტყვებით, იგი გმობს "სასტიკ აგრესიას" და მხარს უჭერს მშვიდობიანი პროტესტის უფლებას.
"აშშ იზიარებს ეუთოს არაერთი წევრის შეშფოთებას "ქართული ოცნების" გადაწყვეტილების გამო, შეჩერდეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. ამას აქვს 2014 წლის ავის მომასწავებელი ელფერი. ჩვენ მხარს ვუჭერთ მშვიდობიანი პროტესტის უფლებას და ვგმობთ სასტიკ აგრესიას - რეპრესიას მათ მიმართ, ვინც ქვეყნის ევროპულ გზაზე დარჩენისკენ მოწოდებით გამოდის - განსაკუთრებით, ჟურნალისტების მიმართ თავდასხმებისა და დაკავებების შესახებ ცნობებს".
ენტონი ბლინკენის განცხადებით, საქართველოში ეუთოს დამკვირვებლებმა ნათელი მოჰფინეს "შემაშფოთებელ ცნობებს" [26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე] ამომრჩეველთა დაშინებაზე და მმართველი პარტიის მცდელობებს, საარჩევნო გარემო მის სასარგებლოდ შეეცვალა.