კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერი ნიკა გვარამია ამ დრომდე მარნეულის წინასწარი მოთავსების იზოლატორში რჩება. სასამართლო პროცესი სავარაუდოდ დღეს გაიმართება.
ნიკა გვარამიას შსს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავება, თუმცა კონკრეტულად რა მუხლებს, ჯერ ისევ უცნობია. ადვოკატის ინფორმაციით, სავარაუდოდ, წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის მოთხოვნის შეუსრულებლობაზეა საუბარი.
შეგახსენებთ, არალეგიტიმური ხელისუფლების ძალოვანმა უწყებამ ნიკა გვარამიას დაკავებისას ძალადობრივი მეთოდები გამოიყენა. ნიღბიანები მას ჯერ ფიზიკურად გაუსწორდნენ და ფაქტობრივად უგონო მდგომარეობაში წაიყვანეს. ნიკა გვარამია "დროას" ოფისთან იმ დროს დააპატიმრეს, როცა შენობაში მიმდინარე ჩხრეკაზე დასწრებას იურისტის სტატუსით ითხოვდა.